Forum Movies Music Games Software Clips Live






  • pic1
  • pic2







1   Q (2011)
ქალის საიდუმლო

2   Brigada
ჯგუფი

3   Ma mere
დედაჩემი

4   Qartuli Multfilmebi
ქართული მულტფილმები

5   Chroniques sexuelles dune famille daujourdhui
ფრანგული ოჯახის სექსუალური ქრონიკა

6   L'Apollonide (House of Tolerance)
მოთმინების სახლი

7   Die Unsichtbare
უხილავი

8   Mes cheres etudes (Student Services)
სტუდენტი გოგონა გამოძახებით

9   The sex of the angels
ანგელოზების სექსი

10   A Night in Nude. Salvation
შიშველი ღამე: გადარჩენა

11   Gli sfiorati
აცილება

12   Poupoupidou
პუპუპიდუ

13   Tom and Jerry
ტომი და ჯერი

14   Arthur Christmas
სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური

15   Nichieri 2012
ნიჭიერი 2012

16   Harry Potter and the Deathly Hallows. Part 2
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: მეორე ნაწილი

17   The Lord of the Rings. The Fellowship of the Ring
ბეჭდების ბრძანებელი: ბეჭდის საძმო

18   The Avengers (2012)
შურისმაძიებლები

19   The Lord of the Rings. The Return of the King
ბეჭდების მბრძანებელი: ხელმწიფის დაბრუნება

20   Love Actually
რეალური სიყვარული

 



 
 
 მომავლის ზღვარი | Edge of Tomorrow

რეჟისორი: დაგ ლაიმანი
როლებში: ტომ კრუზი, ემილი ბლანტი, ბილ პეკსტონი, ბრენდან გლისონი
აღწერა: არცთუ შორეულ მომავალში დედამიწას უცხოპლანეტელთა რასა შემოესევა. მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მსოფლიოში არცერთ არმიას არ შეუძლია. მაიორი უილიამ კეიჯი ბრძოლაში იღუპება, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად ის დროის მარყუჟში აღმოჩნდება. ის ებმება ერთიდაიგივე ბრძოლაში, იბრძვის და კვდება... ეს უსასრულოდ გრძელდება... ყოველ ახალ ბრძოლაში კი უილიამი თანდათან ხვდება, როგორ დაამარცხოს მტერი.
მძაფრსიუჟეტიანი,
ფანტასტიკა
201
BDRip
 მეტროპოლისი | Metropolis

რეჟისორი: ფრიც ლანგი
როლებში: ალფრედ აბელი, გუსტავ ფრელიხი, ბრიჯიტ ჰელმი, რუდოლფ კლაინ–როგე, ტეიდორ ლოსი
აღწერა: მეტროპოლისი – ქალაქი გაყოფილი ორ ნაწილად. მიწის ქვეშ მუშაკების საცხოვრებლები, საამქროები და დანადგარებია. ზედა ქალაქში კი განთავსებულია ოფისები, მდიდარი უბნები და გასართობი პარკები. მთელი ქალაქის ძალაუფლება ერთი მაგნატის იოგან ფენდერსონის ხელშია. მისი ვაჟი–ფრედერი ხვდება იმ უსამართლობას რომელიც მეტროპოლისში სუფევს და მიწის ქვეშ ზონაში ჩადის, სადაც ადამიანების მშთანთქმელი მოლოხის დანახვა შოკში აგდებს. მას დანახულთან შეგუება არ შეუძლია და იწყებს ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ.
დრამა,
თრილერი,
ფანტასტიკა,
მუნჯური
-
1927
DVD
 ტრიფიდების დღე | The Day of the Triffids

რეჟისორი: სტივ სეკელი
როლებში: ჰავარდ კილი, ნიკოლ მორი, ჯენეტ სკოტი, კირონ მური, მერვინ ჯონსი
აღწერა: დედამიწა კომეტების ღრუბელში ხვდება, რაც ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ ცეცხლოვან წვიმად ჩანს ცაზე... დედამიწის ყოველი მცხოვრები ადევნებს თვალს ამ ფანტასტიკურ მოვლებას... მეორე დილას კი უსინათლონი შეხვდნენ...
ფანტასტიკა
0
1962
TEL
 ფანტომასი აბობოქრდა | Fantomas se dechaine

რეჟისორი: ანდრე იუნებელი
როლებში: ჟან მარე, ლუი დე ფიუნესი, მილენ დემონჟო
აღწერა: მას შემდეგ, რაც კომისარი ლეგიონის ორდენს იღებს ფანტომასის ლიკვიდაციისთვის, ის კვლავაც ჩნდება და იტაცებს პროფესორ მარშანს, რათა მისგან სასტიკი იარაღის საიდუმლო გაიგოს. მაგრამ ამ იარაღის დამონტაჟება მეორე მეცნიერის - პროფესორ ლოფერის გარეშე შეუძლებელია. კომისარი ჟუფი იყენებს თავის წარმოუდგენელ გამოგონებებს, რათა დაიცვას პროფესორი, რომელსაც საფრთხე ელოდება.
კომედია,
ფანტასტიკა
0
1965
TEL
 ქალაქი ზღვაში | War-Gods of the Deep

რეჟისორი: ჟაკ ტერნერი
როლებში: ვინსენტ პრეისი, ტებ ჰანტერი, დევიდ ტომლინსონი, სიუზან ჰარტი
აღწერა: ზღვის მახლობლად, კლდეზე მდგარ სახლში, მის ჯილ ეგელისს მოულოდნელად დაუპატიჟებელი სტუმრები ეწვევიან. მის ჯილის მეგობარი, ბენჟამენ ჰარისი ამჩნევს, რომ ეს სტუმრები ყველგან წყალმცენარეებს ტოვებენ და სახლიდან წიგნები და სხვა პატარა ნივთები მიაქვთ. მალე ისინი მის ჯილსაც იტაცებენ. გამტაცებლების კვალს ბენჟამენი და მისი მეგობარი ზღვის ფსკერამდე მიყავს, სადაც ჩაძირული ქალაქის ანტიკურ ნანგრევებში ამ დრომდე ცხოვრობენ უკვდავი ადამიანები... ედგარ ალან პოს ნაწარმოების მიხედვით.
სათავგადასავლო,
ფანტასტიკა
-
1965
DVD
 ფერენგეიტი 451 | Fahrenheit 451

რეჟისორი: ფრანსუა ტრიუფო
როლებში: ოსკარ ვერნერი, ჯული კრისტი, სირილ კიუსაკი
აღწერა: მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება. სერჟანტი მონეგი ბრმად ასრულებს ბრძანებებს, მაგრამ კლარისასთან შეხვედრა აიძულებს გადახედოს საკუთარ ცხოვრებას...
ფანტასტიკა
-
1966
DVD
 ვარსკვლავური გზა | Star Trek. Season 1

რეჟისორი: ჯინ როდენბერი
როლებში: უილიამ შატნერი, ლეონარდ ნიმოი, დეფორესტ კელი, ჯეიმს დუჰანი, ჯორჯ ტაკეი, მიშელ ნიკოლსი
აღწერა: სერიალის მოქმედება ოცდამესამე საუკუნის მეორე ნახევარში ხდება და მოგვითხრობს პლანეტების გაერთიანებული ფედერაციის ვარსკვლავთმფრენის, ინტერპრაიზის ხუთწლიანი სამეცნიერო-კვლევითი მისიის შესახებ. მას კაპიტანი კირკი მეთაურობს...(სერიალის პირველი სეზონი)(V)
სათავგადასავლო,
ფანტასტიკა,
სერიალი
1966
DVD
 ფანტომასი სკოტლანდ-იარდის წინააღმდეგ | Fantomas contre Scotland Yard

რეჟისორი: ანდრე იუნებელი
როლებში: ჟან მარე, ლუი დე ფიუნესი, მილენ დემონჟო
აღწერა: ამჯერად ცნობილი ფრანგი პოლიციელი - კომისარი ჟუფი ფანტომასს ძველებურ შოტლანდიურ ციხე-სიმაგრეში ებრძვის...
კომედია,
ფანტასტიკა
0
1967
TEL
 ვარსკვლავური გზა | Star Trek. Season 2

რეჟისორი: ჯინ როდენბერი
როლებში: უილიამ შატნერი, ლეონარდ ნიმოი, დეფორესტ კელი, ჯეიმს დუჰანი, ჯორჯ ტაკეი, მიშელ ნიკოლსი
აღწერა: სერიალის მოქმედება ოცდამესამე საუკუნის მეორე ნახევარში ხდება და მოგვითხრობს პლანეტების გაერთიანებული ფედერაციის ვარსკვლავთმფრენის, ინტერპრაიზის ხუთწლიანი სამეცნიერო-კვლევითი მისიის შესახებ. მას კაპიტანი კირკი მეთაურობს...(სერიალის მეორე სეზონი)(V)
სათავგადასავლო,
ფანტასტიკა,
სერიალი
1967
DVD
 კოსმიური ოდისეა 2001 | 2001. A Space Odyssey

რეჟისორი: სტენლი კუბრიკი
როლებში: კირ დალი, გარი ლოკვუდი, უილიამ სილვესტერი, დანიელ რიხტერი
აღწერა: მომავლის განჭვრეტის მცდელობა, კაცობრიობის დანიშნულების ძიება, მარადიულობის კვლევა - არაერთი თაობის საყვარელი რეჟისორის, სტენლი კუბრიკის ფილმში, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი მოიპოვა საუკეთესო ვიზუალური სპეცეფექტებისათვის.
სათავგადასავლო,
ფანტასტიკა
1968
HDRip
 მფრინავი ხომალდი-მოჩვენება | Flying Phantom Ship (Sora tobu yureisen)

რეჟისორი: იკედა ჰიროსი
როლებში:
აღწერა: მრავალი წელია, რაც ოკეანეში უკვალოდ ქრებიან ხომალდები. სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანები იხსენებენ, რომ კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ხომალდი-მოჩვენება ნახეს. ამასობაში გიგანტური რობოტი გოლემი, რომელიც ტოკიოს კვარტლებს ანგრევს, თავს ხომალდი-მოჩვენების წარგზავნილად აცხადებს. ქალაქის ქუჩებში ადამიანები ქრებიან. ყველა თვლის, რომ ეს ხომალდი-მოჩვენების ოინებია. მხოლოდ მამაც ჰაიატოს არ სჯერა ამის და საიდუმლოს ამოსახსნელად სახიფათო მოგზაურობაში მიდის...(V)
ანიმაცია,
დრამა,
სათავგადასავლო,
ფანტასტიკა
1969
DVD
 ვარსკვლავური გზა | Star Trek. Season 3

რეჟისორი: ჯინ როდენბერი
როლებში: უილიამ შატნერი, ლეონარდ ნიმოი, დეფორესტ კელი, ჯეიმს დუჰანი, ჯორჯ ტაკეი, მიშელ ნიკოლსი
აღწერა: სერიალის მოქმედება ოცდამესამე საუკუნის მეორე ნახევარში ხდება და მოგვითხრობს პლანეტების გაერთიანებული ფედერაციის ვარსკვლავთმფრენის, ინტერპრაიზის ხუთწლიანი სამეცნიერო-კვლევითი მისიის შესახებ. მას კაპიტანი კირკი მეთაურობს...(სერიალის მესამე სეზონი)(V)
სათავგადასავლო,
ფანტასტიკა,
სერიალი
1969
DVD
 ზარდოზი | Zardoz

რეჟისორი: ჯონ ბურმენი
როლებში: შონ კონერი, შარლოტა რემპლინგი, სარა კესტელმენი, ჯონ ელდერტონი, ნიალ ბაგი
აღწერა: 2293 წლისთვის კაცობრიობა ორ ნაწილად არის გახლეჩილი. ელიტა ფუფუნებაში, კომფორტსა და სიმშვიდეში ცხოვრობს, რასაც მაღალტექნოლოგიური დაცვის საშუალებები უზრუნველყოფს. დედამიწის დარჩენილი მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს და ღვთაება ზარდოზს ეთაყვანება. მათი ერთ-ერთი ლიდერი გადაწყვიტავს აღკვეთოს უსამართლობა და შეტევაზე გადადის...(V)
ფანტასტიკა,
ფენტეზი
1974
DVD
 უცხოპლანეტელი რობოტი გრენდაიზერი | UFO Robot Grendaizer

რეჟისორი: კაცუმატა ტომოჰარუ
როლებში:
აღწერა: პლანეტა ვეგა, მაღალენერგეტიკული, მაგრამ რადიაქტიური ნივთიერების - ვეგატრონის გამოყენების გამო არასტაბილური ხდება. ვეგას დაუნდობელი მეფე, საზღვრების გასაფართოვებლად ახლო მეზობელ, მშვიდობიან პლანეტა ფლიდთან აჩაღებს ომს. მაგრამ თავდასხმას უარყოფითი შედეგი მოაქვს - პლანეტა რადიაქტიურ უდაბნოდ გადაიქცევა. სამეფო დინასტიის გადარჩენილი წევრი - პრინცი დიკ ფლიდი, ხელში იგდებს პლანეტა ვეგას ყველაზე სასტიკ იარაღს - გრენდაიზერს. ეს არის მებრძოლი რობოტი, რომელსაც სპეისერთან შეერთება შეუძლია...(V)
სათავგადასავლო,
ფანტასტიკა,
Anime,
სერიალი
-
1975
DVD
 ლისტომანია | Lisztomania

რეჟისორი: კენ რასელი
როლებში: როჯერ დოლტრი, სარა კესტელმენი, პოლ ნიკოლასი, რინგო სტარი, რიკ უეიკმანი, ჯონ ჯასთინი
აღწერა: კენ რასელის მორიგი ბიოგრაფიულ-ავანგარდისტული ფილმი, რომელსაც ცოტაარიყოს იაფფასიანი ბალაგანის იერი აქვს. ისტორიული მოვლენები მოწოდებულია 70-იანი წლების როკ-კულტურის სტილში, როდესაც დომინირებდა გლემ-როკი. ამ ყველაფრის ფონზე იკვეთება უნგრელი კომპოზიტორის, ფერენც ლისტის ბიოგრაფიული ფაქტები...(V)
დრამა,
ფანტასტიკა,
მუსიკალური
1975
DVD
 ლოგანის გაქცევა | Logan's run

რეჟისორი: მაიკლ ანდერსონი
როლებში: მაიკლ იორკი, ჯენი ეგატერი, პიტერ უსტინოვი, რიჩარდ ჯორდანი, პაკო ლი ბრაუნი
აღწერა: 23-ე ასწლეული... ომში გადარჩენილთათვის აშენდა ქალაქი, სადაც ადამიანები გაწონასწორებულ გარემოში ცხოვრობენ და ყველაფერში ენდობიან მანქანებს. ცხოვრების ხანგრძლივობა 30 წლით არის შემოფარგლული, რის შემდეგაც თითქოსდა ხელახლა დაბადება ხდება "ცეცხლოვან კარუსელში"... მაგრამ ასეა თუ არა სინამდვილეში?..(V)
დრამა,
სათავგადასავლო,
ფანტასტიკა
-
1976
BDRip
 ადამიანი, რომელიც მიწაზე ჩამოვარდა | The Man Who Fell to Earth

რეჟისორი: ნიკოლას როუგი
როლებში: დევიდ ბოუი, ბაკ ჰენრი, კენდი კლარკი, რიპ ტორნი, ჰილარი ჰოლენდი, ლინდა ჰატონი
აღწერა: საკულტო კლასიკა უოლტერ ტევისის რომანისმიხედვით უცხოპლანეტელის შესახებ, რომელიც დედამიწაზე წყლის საძებნელად ჩამოვიდა. მის პლანეტაზე, რომელიც გვალვამ მოიცვა, მისი ცოლ-შვილი უწყლობით იხოცება...(V)
დრამა,
ფანტასტიკა
-
1976
BDRip
 ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი 4 | Star Wars: Episode IV - A New Hope

რეჟისორი: რიჩარდ მარკანდი
როლებში: მარკ ჰემილი, ჰარისონ ფორდი, ქერი ფიშერი, ბილი დი უილიამსი
აღწერა: გალაქტიკური იმპერიის მოსახლეობა პროტესტს უცხადებს დიქტატორულ ხელისუფლებას, რომელიც მათ სამყაროზე მბრძანებლობს. აჯანყებულები იმპერატორზე თავდასხმისათვის ემზადებიან, ისინი იბრძვიან თავისუფლების მოსაპოვებლად.(V)
ფანტასტიკა
1977
HDRip
 საშლელთავა | Eraserhead

რეჟისორი: დევიდ ლინჩი
როლებში: ჯეკ ნენსი, შარლოტ სტიუარტი, ალენ ჯოზეფი, ჯენი ბეიტსი, ჯუდიტ ანა რობერტსი, ლორენ ნიარი
აღწერა: ნერვიული გენიოსი სამრეწველო ქალაქში ცხოვრობს, რომელიც კვამლის, ხმაურისა და ჩრდილებისგან შედგება, იძულებულია მეგობარ გოგონაზე დაქორწინდეს, რადგანაც ის ფეხმძიმედაა... შედეგად უცნაური მუტანტი ბავშვის მამა ხდება, რომელიც საერთოდ არ გავს ადამიანს...
დრამა,
საშინელებათა ფილმი,
ფანტასტიკა
-
1977
DVD
 სტალკერი | Stalker

რეჟისორი: ანდრეი ტარკოვსკი
როლებში: ალექსანდრ კაიდანოვსკი, რაისა ფრეინდლიხი, ანატოლი სოლონიცინი
აღწერა: უსახელო და უსახური ქალაქის ახლოს, საიდუმლოებით მოცული ადგილი მავთულხლართებითა და მოდარაჯე ჯარისკაცებით არის დაცული. იქ შეღწევას ვერავინ ბედავს სტალკერის გარდა...
ფანტასტიკა,
რუსული,
Art Movies
1979
DVD
 უცხო | Alien

რეჟისორი: რიდლი სკოტი
როლებში: სიგურნი უივერი, იან ჰოლმი, ტომ სკერიტი, ვერონიკა კარტრაითი
აღწერა: შორეული მომავალი. უცნობი პლანეტიდან მიღებულია სიგნალი SOS... ასტრონავტები იღებენ დაფრენის გადაწყვეტილებას. მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა ბოროტებას ინახავს უცნაური პარკუჭები, რომლებსაც ამ პლანეტაზე აღმოაჩენენ.
მძაფრსიუჟეტიანი,
ფანტასტიკა
0
1979
DVD
 ვარსკვლავური გზა | Star Trek. The Motion Picture

რეჟისორი: რობერტ უაიზი
როლებში: უილიამ შეტნერი, ლეონარდ ნიმოი, დეფორესტ კელი, ჯეიმს დუეინი, ჯორჯ ტაკეი
აღწერა: დედამიწისკენ გიგანტური ამოუცნობი ობიექტი მოემართება. ინტერპრაიზი ერთადერთი ხომალდია, რომელსაც შეუძლია დროულად მივიდეს ობიექტთან, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში ლიკვიდირება გაუკეთოს. ამ მისიას ვარსკვლავური ფლოტის ადმირალს - ჯეიმს ტ.კირკს ავალებენ...(V)
დეტექტივი,
სათავგადასავლო,
ფანტასტიკა
-
1979
BDRip
 ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი 5 | Star Wars: Episode V - The Empire Strikes Back

რეჟისორი: ირვინ კერშნერი
როლებში: მარკ ჰემილი, ჰარისონ ფორდი, ქერი ფიშერი, ბილი დი უილიამსი
აღწერა: გალაქტიკის ბრძოლა ბოროტი იმპერატორის წინააღმდეგ გრძელდება. პრინცესა ლეია იმპერიის ჯარების გამანადგურებელ შეტევას გადაურჩა. ლიუკ სქაიოუქერი ლეგენდარულ იოდას პოულობს და მისგან ჯედაის საიდუმლოებებს სწავლობს.(V)
ფანტასტიკა
1980
HDRip
 დროის მბრძანებლები | Les Maitres du Temps

რეჟისორი: რენე ლალო
როლებში: ჟან ბალმონი, მიშელ ელისი, ფრედერიკ ლოგრესი
აღწერა: 7 წლის პიელი გიგანტური კრაზანების თავდასხმის შედეგად, პლანეტა პერდიდეს უდაბნოში ხვდება. მის საშველად მამამისის მეგობარი - ჯაფარი მოემგზავრება. მაგრამ მან ჯერ არ იცის, რომ ბავშვთან ერთდად საკუთარი პლანეტაც უნდა გადაარჩინოს.
ფანტასტიკა,
საბავშვო,
ანიმაცია
0
1982
TEL
 უცხოპლანეტელი | E. T. THE EXTRA-TERRESTRIAL

რეჟისორი: სტივენ სპილბერგი
როლებში: დი ვოლეს-სტოუნი, ჰენრი ტომასი, პიტერ კოიოტი
აღწერა:
ფანტასტიკა,
საბავშვო
0
1982
TEL
 ვარსკვლავური გზა: ხანის რისხვა | Star Trek: The Wrath of Khan

რეჟისორი: ნიკოლას მეიერი
როლებში: უილიამ შეტნერი, ლეონარდ ნიმოი, დეფორესტ კელი, ჯეიმს დუენი, ჯორჯ ტაკეი
აღწერა: ადმირალი კირკი პლანეტა ალფა 5-დან შეტყობინებას იღებს. მისი ძველი მოწინააღმდეგე გამოჩნდა. ხანი გენეტიკურად შექმნილი ზეადამიანია, რომელსაც განვითარებული ინტელექტი, ფიზიკური ძალა და ამბიციები გააჩნია. 15 წლის წინ, ის თავის ხალხთან ერთად, პირველივე შემხვედრ პლანეტაზე გადასვეს, რადგანაც ”ინტერპრაიზის” ხელში ჩაგდებას ცდილობდა. ახლა ხანი თავისუფალია და მხოლოდ კირკის განადგურება სურს, რადგანაც ყველაფერში დამნაშავედ თვლის...(V)
მძაფრსიუჟეტიანი,
თრილერი,
სათავგადასავლო,
ფანტასტიკა
-
1982
BDRip
 ტრონი | Tron

რეჟისორი: სტივენ ლისბენგერი
როლებში: ჯეფ ბრიჯესი, ბრიუს ბოკსლეიტნერი, დევიდ უორნერი, სინდი მორგანი, ბერნარდ ჰიუზი
აღწერა: არასოდეს მოგსვლიათ აზრად, რომ მოხვედრილიყავით კომპიუტერულ თამაშში და გამხდარიყავით მისი მონაწილე? კევინსაც ეგონა, რომ ეს მხოლოდ მის წარმოსახვაში იყო შესაძლებელი... მაგრამ ის საიდუმლო ლაბორატორიაში ხვდება, სადაც კომპიუტერული პროგრამების შემუშავება ხდება. კევინს შესაძლებლობა ეძლევა ელექტრონული გარემო შიგნიდან დაინახოს და ვირტუალური სამყაროს მბრძანებელს შეერკინოს...(V)
მძაფრსიუჟეტიანი,
თრილერი,
სათავგადასავლო,
ფანტასტიკა
1982
DVD
 დანის პირზე მორბენალი | Blade Runner

რეჟისორი: რიდლი სკოტი
როლებში: ჰარისონ ფორდი, რუტგერ ხაუერ, შონ იანგი, ედუარდ ჯეიმს ოლმოსი, დერილ ჰანა
აღწერა: ყოფილი დეტექტივი რიკ დეკარდი კვლავ აღდგენილია ლოს-ანჟელესის პოლიციაში. როი ბატის მეთაურობით ჯგუფი კიბორგების მოსაძებნად მიდის, რომლებივ კოსმიური კოლონიიდან დედამიწაზე გაიქცნენ.
დრამა,
თრილერი,
ფანტასტიკა
1982
BDRip
 რაღაც | The Thing

რეჟისორი: ჯონ კარპენტერი
როლებში: კურტ რასელი, კიდ დევიდი, უილფროდ ბრიმლი, ტ.კ. კარტერი, დევიდ ქლენონი
აღწერა: ამერიკული კვლევითი ბაზის მეცნიერები ანტარქტიდაზე ამოუხსნელ საშინელ არსებას გადააწყდებიან. მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მკვლევარები საშიშ არსებასთან უთანასწორო ბრძოლაში ებმებიან, რომელმაც ათასი წლის შემდეგ გამოიღვიძა და... ძალიან მშიერია...
თრილერი,
საშინელებათა ფილმი,
ფანტასტიკა
1982
DVD
 ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი 6 | Star Wars: Episode VI - Return Of The Jedi

რეჟისორი: რიჩარდ მარკანდი
როლებში: ჰარისონ ფორდი, ჯეიმს ერლ ჯოუნსი, ალექს გინესი, კერი ფიშერი
აღწერა: დარტ ვეიდერი მეორე "სიკვდილის ვარსკვლავს" ქმნის. ის ყველა ძალას იკრებს, რათა ამ სასიკვდილო იარაღით უკანასკნელი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს აჯანყებულებს და მათ მოკავშირეებს.(V)
ფანტასტიკა
1983
HDRip

გვერდები : [ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 26 ]

 

   © Georgia Online